ფეხბურთელების შემდეგ მსაჯიც - არაბებმა მარჩინიაკს სოლიდური თანხა შესთავაზეს
როგორც ჩანს არაბებს სურთ, რომ მხოლოდ შესანიშნავი ფეხბურთელებით არ დაკმაყოფილდნენ და ახლა მსაჯებიზეც დაიწყეს ნადირობა.
ცნობილი სპორტული გამოცემები წერენ, რომ საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ალ მისეჰალმა, თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გამოცდილ პოლონელ მსაჯს - სიმონ მარჩინიაკს წლის განმავლობაში 75 მილიონი შესთავაზა იმაში, რომ მან მხოლოდ საუდის არაბეთის ჩემპიონატში იმსაჯოს.
𝐖𝐢𝐞𝐥𝐤𝐢 𝐭𝐫𝐚𝐧𝐬𝐟𝐞𝐫 𝐌𝐚𝐫𝐜𝐢𝐧𝐢𝐚𝐤𝐚⁉️ Jak informuje @wlodar85, polski sędzia otrzymał wielomilionową ofertę od Saudyjczyków. Polak miałby związać się z tamtejszą ligą na stałe, prowadzić najważniejsze mecze oraz budować struktury sędziowskie 🤯 pic.twitter.com/KZJsjJ5W4r
— TVP SPORT (@sport_tvppl) June 8, 2023
ცნობილია ის ფაქტი, რომ მარჩინიაკი ამ ფაქტზე ჩემპიონთა ლიგის ფინალის განსჯის შემდეგ იფიქრებს და პასუხს ივნისის ბოლომდე გააგებინებს.
შეგახსენებთ, რომ სიმონ მარჩინიაკი ჰოვარდ ვების შემდეგ ისტორიაში პირველი მსაჯია, რომელმაც არასრულ 1 კალენდარულ წელში, მსოფლიო ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალი იმსაჯა.