პეპ გვარდიოლა დე ბრუინეზე: "ძალიან გაიწელა, თუმცა არ ვიცით როდის დაბრუნდება..."
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მწვრთნელმა, 53 წლის ესპანელმა - პეპ გვარდიოლამ, მანჩესტერ "სიტის" ბელგიელ სუპერვარსკვლავზე - კევინ დე ბრუინზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ტრავმა რიგ მომენტებში უმწვავდება, რაც მისთვისაც ძალიან სამწუხაროა.
"მინდა გითხრათ, რომ მე მინდა მაქსიმალურად მალე დაბრუნდეს დე ბრუინე, რადგან ის გუნდში ძალიან მაკლია. არ ღირს საუბარი, თუ რამდენად დიდი ფიგურაა კევინი ჩვენი კლუბისთვის, ეს ყველამ კარგად იცის და ამ ფაქტს ყველა იაზრებს, ზედმეტი საუბარი კი უბრალო დროის ხარჯვა იქნება.
სამწუხაროდ, მას რიგ მომენტებში ტრავმა უმიზეზდება, როდესაც ყველაფერი კარგად მიდის და მისი აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობს, ვარჯიშს დაიწყებს და კვლავ აწუხებს ის კუნთი, რომელიც დაიზიანა.
ხშირ მომენტებში არ იჩენს ეს ტრავმა თავს, თუმცა მოედანზე დაბრუნებისთანავე მას ფეხი აწუხებს. დიდი იმედი მაქვს, რომ მას მალე დავიბრუნებთ, თუმცა ამ ეტაპისთვის მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი კვლავ უცნობია..." - პეპ გვარდიოლა
შეგახსენებთ, რომ 33 წლის ბელგიელმა სუპერვარსკვლავმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველივე მატჩში "ინტერის" წინააღმდეგ მიიღო.