Belive

"ფეხბურთელები სხვა რამეებზე ფიქრობენ, ეს მთელი სეზონის პრობლემაა" - ქეცბაია ანორთოსისში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
კვიპროსის ჩემპიონატის 31-ე ტურის შეხვედრაში, "ანორთოსისმა" "აეკ ლარნაკასთან" - 1:2 დამარცხდა. ფამაგუსტელთა მხრიდან ერთადერთი გოლის გატანა მატჩის მეორე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა მოახერხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველებით დაკომპლექტებული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, მიმდინარე სეზონში მისი გუნდის წარუმატებელი სათამაშო ფორმის მიზეზებზე ისაუბრა.
"დავმარცხდით ისეთ შეხვედრაში, რომელშიც პირველ ნახევარშივე მოგება შეგვეძლო. ეს ჩვენი პრობლემაა. ეს შედეგი არ არის ის, რომელსაც ვიმსახურებდით, სხვებმა კი მიიღეს ის, რაც არ დაუმსახურებიათ. თასზე ორი თამაში გველის. მთელი ყურადღება სწორედ ამაზე გვაქვს გადატანილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ ლიგის მატჩებზე. ყველაფერი გრძელდება. ჩვენთვის, მთელი სეზონის პრობლემა არის ის, რომ არ გვაქვს ნათელი გონება. როდესაც სხვა რამეზე ფიქრობ, დამშვიდებული გონება ვერ გექნება. ვწუხვარ ფეხბურთელების გამო, რადგან გუნდი ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე ის, რა შედეგსაც იღებს. იმედი მაქვს, რომ ეს წარმატებები მნიშვნელოვან მატჩებში გვექნება. იმიტომ, რომ ფეხბურთს გამართლება სჭირდება", - თქვა საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა.
31 ტურის შემდეგ, 15 გამარჯვებითა და 8 ფრით 53 ქულა აქვს დაგროვილი და მეოთხე პოზიციას იკავებს, ევროზონაში მყოფ "აპოელ ლიმასოლს" კი 9 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები