Belive

ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით ბუნდესლიგის 3 გრანდი დაინტერესდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსული მედია საშუალება regnum.ru გერმანულ წყაროებზე, მათ შორის sport-90.de-სა და bavarianfootballworks.com-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით ბუნდესლიგის სამი გრანდი, მიუნხენის "ბაიერნი", დორტმუნდის "ბორუსია" და მიუნხენგლადბახის "ბორუსია" სერიოზულად დაინტერესდა. თავის მხრივ, გერმანული პრესა აქტიურად წერს, რომ მიუნხენგლადბახური კლუბისთვის, 20 წლის ქართველი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მთავარი სამიზნე იქნება და მის სანაცვლოდ ყაზანის "რუბინს" 15 მილიონ ევროს შესთავაზებს. ეს მაშინ, როცა რუსული კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ, აღნიშნა, რომ ხვიჩას სატრანსფერო ფასი სულ მცირე 30 მილიონი ევრო იქნება. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ცნობების თანახმად, ხვიჩას შეძენა ტურინის "იუვენტუსს", "მილანს" და "ლიდს იუნაიტედსაც" სურთ. მიმდინარე სეზონში ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ,,რუბინის” მაისურით ჩატარებულ 23 შეხვედრაში 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. მან 2021 წელს ეროვნული გუნდის ორ შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ესპანეთისა და საბერძნეთის ნაკრებების კარი დალაშქრა. 20 წლის შემტევს რუსულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები