ფანმა ნაპოლის ჩემპიონობა ყველაზე უჩვეულოდ აღნიშნა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
33-წლიანი პაუზის შემდეგ, "ნაპოლიმ" სერია A-ს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. ნეაპოლიტანელებმა სკუდეტო მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე გაინაღდეს.
ნანატრი ტიტულის მოპოვებამ ნეაპოლელი გულშემატკივრები აღაფრთოვანა. ფანები მთელი ღამის განმავლობაში აღნიშნავდნენ, თუმცა მთავარი ღონისძიებები და საჩემპიონო მსვლელობა მოგვიანებით გაიმართება.
"ნაპოლის" ერთ-ერთმა ფანმა საყვარელი გუნდის ჩემპიონობა ყველაზე განსხვავებული გზით აღნიშნა. გულშემატკივარმა საკუთარი თვითმფრინავით, ნეაპოლის გარშემო სპეციალური მარშრუტი გაიარა, რათა "პარტენოპეის" ლოგო გამოესახა.