ანტონიო კონტე: "კვარა დაგვიბრუნდა"
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში, "ლაციოს" წინააღმდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო. ვარაუდობდნენ, რომ ქართველი 3-4 კვირას გამოტოვებდა, ხვიჩა არ იყო მე-16 ტურში "უდინეზესთან", თუმცა მისი გამოჯანმრთელების პროცესი დაგეგმილზე სწრაფად განვითარდა და როგორც ჩანს, მომდევნო მატჩში მზად იქნება.
კვარაცხელიამ გუშინ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო, დღეს კი თავს გაცილებით თავისუფლად გრძნობდა. ის მზადაა და ჩვენთან ერთად გაემგზავრება გენუაში. ხვიჩა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა.
ნერეში ძალიან გაიზარდა მას შემდეგ, რაც "ნაპოლიში" მოვიდა, ის უკეთ შეეწყო გუნდს და ხვდება, რომ აქ პასიური მოთამაშეების ადგილი არაა, ის მაძლევს ალტერნატივას როგორც შეტევის მარცხენა, ასევე მარჯვენა ფლანგიდან - განაცხადა ანტონიო კონტემ
ნაპოლი ჯენოას სტუმრად, 21 დეკემბერს დაუპირისპირდება. კონტეს გუნდს 35 ქულა აქვს და ცხრილის მეორე ადგილზეა. კვარამ სერია A-ში ჩატარებულ 15 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.