Belive

ფანი, რომელმაც სოლიდურ ქეშ-აუთზე უარი განაცხადა, დასაჩუქრდა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ლივერპულის" წარმატების ერთ-ერთ ფანს განსაკუთრებით სჯეროდა. გულშემატკივარმა სეზონის დაწყების წინ, Betfair-ზე 100 ფუნტიანი ფსონი განათავსა, რომ “ლივერპული” ისტორიულ ქუადრუპლს დააფიქსირებდა. ოთხივე ტიტულის მოპოვების შემთხვევაში, ფანი £367,200 მოიგებდა, თუმცა… “მანჩესტერ სიტიმ” 5 წუთში 3 გოლის გატანა შეძლო და “ასტონ ვილა” დაამარცხა 3:2. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, იმ დროს, როდესაც “მანჩესტერ სიტი” 0:1 მარცხდებოდა, Betfair-მა მომხმარებელს ქეშ-აუთის სახით £62,371 შესთავაზა, თუმცა ტანიამ თანხის განაღდებაზე უარი განაცხადა. 75-ე წუთზე, “მანჩესტერ სიტი” 0:2 მარცხდებოდა, ქეშ-აუთის სახით Betfair-მა მომხმარებელს £95,000 შესთავაზა, თუმცა “სიტის” მარცხსა და “ლივერპულის” ჩემპიონობაში დარწმუნებულმა ტანიამ კვლავ უარი განაცხადა და ქეშ-აუთი არ გამოიყენა. "მანჩესტერ სიტის" მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, Betfair-მა ტანიას უკანასკნელი შანსი მისცა და ქეშ-აუთის სახით £1,125 შესთავაზა - ტანიამ ამჯერადაც უარი განაცხადა. “მანჩესტერ სიტიმ” 5 წუთიან მონაკვეთში “ასტონ ვილას” 3 გოლი გაუტანა და პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რითიც “ლივერპულის” ქუადრუპლს წერტილი დაუსვა. დიმიტარ ბერბატოვმა, რომელიც Betfair-ის წარმომადგენელია, მიიჩნია, რომ ტანიას ერთგულებისთვის პრიზი ეკუთვნის. Betfair-ის წარმომადგენლებმა კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ტანიას უკანასკნელი შეთავაზება გაუაქტიურონ - შედეგად გულშემატკივარს უკანასკნელი ქეშ-აუთ შეთავაზება მოგებად ჩაეთვალა. ტანიას ანგარიშზე £1,969.64 დაერიცხა.

სხვა სტატიები