Belive

იმაზე 5-ჯერ მეტი თანხა, ვიდრე სიტიმ გადაიხადა - ალვარესი ატლეტიკოში გადასვლას უახლოვდება

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' თავდამსხმელმა, ხულიან ალვარესმა, კარიერა შესაძლოა მადრიდის ,,ატლეტიკოში'' გააგრძელოს. ინფორმაციას The Athletic-ის ჟურნალისტი, დევიდ ორნსტეინი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეები ჯერჯერობით ბოლომდე არ შეთანხმებულან, თუმცა მოლაპარაკებები სატრანსფერო ფასსა და თანხის გადახდის პირობებზე მიმდინარეობს.

,,როხიბლანკო'' ალვარესში, სავარაუდოდ, 70 მილიონ ფუნტამდე გადაიხდის, რაც 2022 წელს, ,,სიტის'' მიერ ფეხბურთელში გადახდილ თანხაზე 5-ჯერ მეტია.

თავად არგენტინელი ,,ატლეტიკოში'' გადასვლით დაინტერესებულია.

გასულ სეზონში ხულიან ალვარესმა ,,მანჩესტერ სიტის'' მაისურით ჩატარებულ 54 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები