Belive

ლუის ენრიკე: ,,ლივერპულს გაცილებით ვჯობდით''

19 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ,,ლივერპულთან'' წაგებული მატჩი შეაფასა:

,,არ ვფიქრობ, რომ დღევანდელი მატჩის გაანალიზება ძალიან რთულია... ლივერპულს გაცილებით ვჯობდით. მეტი მომენტი შევქმენით და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვდომინირებდით. ზოგჯერ, შეიძლება, ფეხბურთი ასეთი უსამართლო იყოს.

მეტს ვიმსაუხრებდით, მათი საუკეთესო ფეხბურთელი მეკარე იყო... მეტოქეს ვაჯობეთ და თავისუფლად თამაშის საშუალება არ მივეცით. პირველ 5 წუთში ჩვენზე უკეთესები იყვნენ, შემდეგ კი ჩვენ ვჯობდით. შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი ფეხბურთელებით, გულშემატკივრებითა და თამაშით. მე მომთხოვნი მწვრთნელი ვარ, ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო, ჩემი გუნდის მოტივირებაა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქომაგებმა ჩვენით იამაყონ.

შეგვიძლია თუ არა მომდევნო ეტაპზე გასვლა? რა თქმა უნდა... ჯერ მხოლოდ პირველი მატჩი ჩავატარეთ. დასაკარგი არაფერი გვაქვს. თუ ისე ვითამაშებთ, როგორც დღეს, მეოთხედფინალში გასვლას შევძლებთ.'' - ლუის ენრიკე

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენი'' ,,ლივერპულთან'' 0:1 დამარცხდა.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 12 მარტს, ინგლისში გაიმართება.

სხვა სტატიები