ფაბრიციო რომანო: შეთანხმება მიღწეულია - მესი პსჟ-ს ფეხბურთელია
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო Twitter-ის პირად გვერდზე ადასტურებს, რომ ლიონელ მესი უკვე პსჟ-ს ფეხბურთელია. მისი თქმით მხარეები უკვე შეთანმხდნენ ორწლიანი კონტრაქტის გაოფმრებაზე.
"ლიონელ მესი უერთდება "პსჟ-ს" ... აი ჩვენ უკვე აქ ვართ! შეთანხმება საბოლოოდ შედგა - მხარეები ორწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომელიც შესაძლოა 2024 წლის ივნისამდე გაგრძელდეს. ხელფასი ყოველწლიურად შეადგენს დაახლოებით 35 მილიონ ევროს. მესიმ ნამდვილად მიიღო "პსჟ-ს" კონტრაქტის პირობები და უახლოეს საათებში პარიზში იქნება", - წერს ფაბრიციო რომანო.
ცოტა ხნით, ადრე Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მესი პარიზულ კლუბში 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ლეო მესიმ 21-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, კონტრაქტის დეტალებზე ვერ შეთანხმების შედეგად, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.Lionel Messi joins PSG... HERE WE GO! Total agreement completed on a two-years contract. Option to extend until June 2024. Salary around €35m net per season add ons included. 🇦🇷🇫🇷 #Messi Messi has definitely accepted PSG contract proposal and will be in Paris in the next hours. pic.twitter.com/DiM5jNzxTA — Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 10, 2021