Belive

ფაბრიციო რომანო: მესი ინტერ მაიამის ფეხბურთელია

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეო მესი კარიერას ,,ინტერ მაიამიში'' გააგრძელებს. ინფორმაიას იტალიელი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, არგენტინელმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ამის შესახებ მალე თავად განაცხადებს.

მესი, რომელმაც ბოლო ორი სეზონი ,,პარი სენ ჟერმენში'' გაატარა, MLS-ში თამაშს მომავალი სეზონიდან დაიწყებს.

35 წლის ფეხბურთელს, ამერიკული გუნდის გარდა, ,,ალ ჰილალსა'' და კატალონიის ,,ბარსელონასაც'' უკავშირებდნენ.

სხვა სტატიები