Belive

ლეო მესიმ მსოფლიო ჩემპიონობისთვის საჩუქრად 30 მარმარილოს ფიგურა მიიღო

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეო მესიმ არგენტინასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობისთვის საჩუქრად 30 მარმარილოს ფიგურა მიიღო. ლეგენდარულ ფეხბურთელს ეს საჩუქარი სამახსოვროდ გადაეცა.

26 მათგანზე ეროვნულ ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელებია აღნიშნული, ერთზე მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი. ხოლო დანარჩენ სამს რაც შეეხება: მსოფლიო ჩემპიონატის თასი მასზე გამოსახული თარიღით, როდესაც საფრანგეთის წინააღმდეგ ფინალი ითამაშა და მოიგო. ერთ ფიგურაზე გამოსახულია მესი, რომელიც თასს კოცნის. ბოლოზე კი სამი ვარსკვლავი, რომლითაც აღნიშნულია მუნდიალების ისტორიაში არგენტინის ყველა მსოფლიო ჩემპიონობა.

სხვა სტატიები