ფაბიო პარატიჩი ლონდონის ტოტენჰემიდან გაათავისუფლეს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ტოტენჰემმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კლუბის მმართველი დირექტორი ფაბიო პარატიჩი თანამდებობიდან გათავისუფლებულია.
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის, FIFA-ის მიერ დაწესებული რეგულაციების მიხედვით, იქამდე, ვიდრე მისი საჩივრის განხილვა არ დასრულდება, პარატიჩის შვებულებაში ყოფნა მოუწევს და საქმიანობას ვერ დაუბრუნდება.
საქმე ისაა, რომ პარატიჩის ბრალი ედებოდა უკანონო მანიპულაციებში, რაც ხდებოდა იმ დროს, როდესაც ის "იუვენტუსს" მართავდა. ის ყველა ტურნირიდან დისკვალიფიცირებული იყო, მაგრამ გასაჩივრება გადაწყვიტა.
2023 წლის აპრილში დაიწყება 50 წლის იტალიელი მენეჯერის საქმის სააპელაციო განხილვა FIGC-ის სანქციების წინააღმდეგ.
ფაბიო პარატიჩი ლონდონურ კლუბში 2021 წლის 1 ივლისიდან მუშაობდა.