"საქმეში გერმანული კლუბიც ჩაერთო" - ფრანგული მედია მიქაუტაძის ტრანსფერზე საუბრობს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო საგის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფრანგული გამოცემა, L'ÉQUIPE-ი წერს.
წყაროს ცნობით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, რომელიც რამდენიმე დღეა, რაც "მეცის" წინასასეზონო შეკრებას შეუერთდა და იტალიური და ინგლისური კლუბების ინტერესის ობიექტია, ამჯერად ერთ-ერთი გერმანული კლუბის სასურველ ფეხბურთელთა სიაში აღმოჩნდა.
ჯერჯერობით, გერმანული კლუბის სახელი ცნობილი არ არის, თუმცა ბუნდესლიგიდან 22 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესი მართალია.
ქართველი თავდამსხმელისთვის, რომელმაც, 2022/23 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ”მეცის” მაისურით ჩატარებულ 40 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა, ყველაზე მეტად რომის "ლაციო", ტურინის "იუვენტუსი" და "ბარნლი" იბრძვიან.