Belive

"კვარას შესანარჩუნებლად ნაპოლის პრეზიდენტი ყველაფერს გაიღებს" - Frenchfootballweekly

2 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ფრანგული გამოცემა Frenchfootballweekly ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და იმ შანსებზე გვიყვება თუ სად ითამაშებს ქართველი ფეხბურთელი მომავალი სეზონიდან. მათი ინფორმაციით თუ ოსიმენი ზაფხულში "ნაპოლიდან" წავა, იტალიური კლუბი ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნებას საკმაოდ მსუყე კონტრაქტით შეეცდება.

სპორტული გამოცემის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ბათუმის "დინამოდან" ნეაპოლში ჩასულმა ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა იტალიურ გუნდთან ახალ კონტრაქტს ხელი მალე მოაწეროს , რადგან "ნაპოლი" მას დიდ ხელფასს შესთავაზებს. 22 წლის ქართველი ფენომენი წელიწადში ერთ მილიონ ევროზე ცოტა მეტს იღებს, რაც მაგალითისთვის პარტენოპეის კაპიტანზე ჯოვანი დი ლორენცოზე თითქმის 6-ჯერ ნაკლები ხელფასია.

ფრანგული გამოცემა ილ მატინოს სიტყვებს ციტირებს, სტატიაში წერია, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზადაა ყველაფერი გააკეთოს "კვარადონას" შესანარჩუნებლად და შესთავაზოს ძალიან კარგი კონტრაქტი, შესაძლოა ქართველი ფეხბურთელის ხელფასი 10 მილიონს მიუახლოვდეს. იტალიის სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი ვიქტორ ოსიმენის გაყიდვასთან ახლოს არის და კიდევ ერთი ფეხბურთელის დაკარგვა აღარ სურს, ამიტომ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებით შეხვედრა უახლოეს კვირებშია დაგეგმილი.

კვარა ინგლისური კლუბების სამიზნეა. გასულ ზაფხულს, ქართველი ფეხბურთელით დაინტერესებული განსაკუთრებით პრემიერ ლიგის გუნდები იყო: "ნიუკასლი", "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი", თუმცა ყველა ამ კლუბმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის არ გამოსვლით ყურადღება სხვა შემტევი ტალანტებისკენ მიმართეს.

სხვა სტატიები