Belive

ფაბინიო 2020 წლამდე იუქმებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფაბინიოსთვის 2019 წელი დასრულებულია. ჩემპიონთა ლიგაზე, "ნაპოლისთან" მატჩში "ლივერპულის" ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. მერსესაიდული კლუბის სამედიცინო შტაბის ინფორმაციით, ბრაზილიელმა კოჭი დაიზიანა და მოედანს 8 კვირაში დაუბრუნდება. შესაბამისად, ფაბინიო "ლივერპულს" 2020 წლამდე ვეღარ დაეხმარება. 26 წლის ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს გამოტოვებს "ზალცბურგთან", პრემიერლიგაში კი საკმაო რაოდენობის შეხვედრები გაუცდება.

სხვა სტატიები