კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარი მწვრთნელი - რონალდ კუმანი, ,,რეალთან'' წაგების შემდეგ, შეხვედრის არბიტრების გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო იყო.
ნიდერლანდელი განსაკუთრებით მეორე ნახევარში ბრაიტვეიტის წაქცევისთვის არდანიშნულმა თერთმეტმეტრიანმა გააღიზიანა.
სპეციალისტმა აღნიშნულ ეპიზოდზე Movistar+ -ის ჟურნალისტს ჰკითხა - მისი აზრით, იყო თუ არა თამაშის წესების დარღვევა, რაზეც რეპორტიორმა უპასუხა, რომ გადაწყვეტილება მსაჯებმა უნდა მიიღონ და არა - მან.
,,თუ გინდათ, რომ ღობეზე იჯდეთ, იჯექით (იდიომა, რომელსაც ამბობენ ადამიანზე, რომელიც კამათის ან შეჯიბრის დროს, ნეიტრალურ პოზიციას ირჩევს),'' - თქვა კუმანმა ჟურნალისტის პასუხის შემდეგ და ინტერვიუ შეტყვიტა.
ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდის ,,რეალმა” კატალონიის ,,ბარსელონას” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მოგების შემდეგ, ზიდანის გუნდმა 66 ქულით ცხრილის პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.