პეტი: ,,ეს ფეხბურთის შეურაცხყოფაა, მესის ვურჩევდი, რომ პსჟ-დან რაც შეიძლება მალე წავიდეს''
გუშინ ,,პარი სენ ჟერმენის'' გულშემატკივრებმა ,,ლიონთან'' მატჩის წინ, პარიზული გუნდის თავდამსხმელს, ლეო მესის უსტვინეს, რასაც საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ემანუელ პეტი გამოეხმაურა:
,,პსჟ-ს პრობლემა მესი ან ნეიმარი არ არის. პრობლემა ისაა, რომ ალ-ხელაიფი და კამპუში გუნდში ვარსკვლავების მიყვანისას არ ითვალისწინებენ, რომ მათ საუკეთესო პირობები სჭირდებათ. როცა არგენტინა მეომრების გუნდი იყო, რომელსაც შეეძლო მესისთვის სისხლი დაეღვარა, ვნახეთ რაც მოხდა: ისინი მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. ,,ბარსაში'' ყველა ფეხბურთელი თავისი მაესტროს გარშემო მოქმედებდა.
მესისადმი სტვენა ფეხბურთის შეურაცხყოფაა. ლეოს ვურჩევდი, რომ ,,პსჟ-დან'' რაც შეიძლება მალე წავიდეს. ეს საფეხბურთო გუნდი არ არის,'' - პეტის სიტყვებს RMC Sport-ი ციტირებს.
მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 33 შეხვედრაში 18 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა.
🗣️ 💬 "C'est une insulte au football !"
— Rothen s'enflamme (@Rothensenflamme) April 3, 2023
💢 L'ÉNORME prise de position d'Emmanuel Petit après les sifflets contre Lionel Messi au Parc des Princes. pic.twitter.com/UmhGYFBB8t