ლუის ენრიკე: ,,პსჟ-ში მესის, ნეიმარს და მბაპეს ისევ რომ ეთამაშათ, ამ გუნდის მწვრთნელი არ გავხდებოდი''
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, განაცხადა, რომ არ ისურვებდა ისეთი გუნდის გაწვრთნას, რომელშიც მბაპე, მესი და ნეიმარი ერთად ითამაშებდნენ:
,,პსჟ-ში მესისთან, ნეიმართან და მბაპესთან ერთად არ ვიმუშავებდი...
ტიტულებს მხოლოდ ის გუნდი რომ იგებდეს, რომელსაც საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავს, პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგა 8-ჯერ ექნებოდა მოგებული,'' - ლუის ენრიკე
მესი, მბაპე და ნეიმარი ,,პარი სენ ჟერმენში'' ერთად 2021-2023 წლებში თამაშობდნენ. ამ პერიოდში პარიზულმა კლუბმა საფრანგეთის ლიგა 1 (2-ჯერ) და სუპერთასი მოიგო.
🔴 Luis Enrique a affirmé qu'il n’aurait pas entraîné le PSG de Messi, Neymar et Mbappé ! 😳❌
— Vibes Foot (@VibesFoot) September 25, 2024
« Si seulement l’équipe avec le meilleur joueur du monde gagnait des titres, le PSG aurait huit Ligues des champions… et il n’en a aucune. » 😬
🗣️ @marca pic.twitter.com/IzTp1mVvwe