Belive

აშრაფ ჰაკიმი: "არსენალი თუ რეალი?! - არ გვაინტერესებს"

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, "ასტონ ვილა" "პარი სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდა და 3:2 გაიმარჯვა. "ვილა პარკზე" განცდილო მარცხის მიუხედავად, ორი მატჩის ჯამში პარიზელებმა 4:5 გაიმარჯვეს და ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავიდნენ, სადაც "რეალსა" და "არსენალს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.

მატჩის დასრულების შემდეგ, "პსჟ"-ს მარჯვენა მცველმა - აშრაფ ჰაკიმიმ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, სადაც მათ მომავალ მეტოქეზე საინტერესოდ ისაუბრა.

"ბედნიერი ვარ გამარჯვებით, მიხარია რომ გოლის გატანაც შევძელი და გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლაში დავეხმარე.

ამ ბოლო დროს, ხშირად მესმის შეკთხვა და აი ახლა თქვენც სწორედ ეს მკითხეთ - არსენალი თუ რეალი?! - სიმართლე გითხრათ არ გვაინტერესებს, ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ, შესაბამისად ვინ იქნება ჩვენი მეტოქე, ნაკლებად მნიშვნელოვანია.

ჩვენ ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებულები და ჩვენი თავის იმედი გვაქვს, შესაბამისად მეტოქეს დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ" - აშრაფ ჰაკიმი

მაროკოელ მცველს მიმდინარე სეზონში 6 გატანილი გოლი და 14 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალურ ეტაპზე, პარიზული გრანდი მადრიდის "რეალსა" და "არსენალს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები