პერუსთან შეხვედრაში არგენტინის მწვრთნელი პაბლო აიმარი იქნება
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი პერუს წინააღმდეგ შეხვედრაში თავის გუნდს მოედანზე ვერ გაიყვანს, მას კი თავისი დამხმარე პაბლო აიმარი ჩაანაცვლებს. აღნიშნული ფაქტის მიზეზი ის არის, რომ 46 წლის სპეციალისტმა ნაკრებს მოედანზე შესვლა დააგვიანებინა და გუნდი ტაიმის დაწყებას გვიან შეუერთდა.
ლიონელ სკალონიმ ეს მეორედ გააკეთა, პირველი შემთხვევა ჩილეს წინააღმდეგ, წინა მატჩში იყო. არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გარდა იმისა რომ სკალონი გუნდთან ერთად არ იქნება, მას ფინანსური ჯარიმაც დაეკისრება.
🚨🇦🇷 PABLO AIMAR será el DT de la Selección Argentina mañana ante Perú.
— Sudanalytics (@sudanalytics_) June 28, 2024
Vía @TyCSports. pic.twitter.com/TimIma7Bca
არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპი კარგად დაიწყო, პირველი შეხვედრა კანადასთან 2:0 მოიგო, მეორე მატჩში კი ჩილე 0:1 დაამარცხა.
ჯგუფიში არგენტინის ნაკრები 6 ქულით პირველ ადგილს იკავებს და პლეი ოფში გასვლა ერთი ტურით ადრე გაინაღდა, მეორეზე კანადაა 3 ქულით, მესამე და მეოთხე ადგილებს 1-1 ქულით ჩილე და პერუ იყოფენ.