სკალონი: ,,ტყუილი იქნება თუ ვიტყვი, რომ კაბო ვერდე რთული მეტოქე არ არის''
10 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების მომავალ მეტოქეზე, კაბო ვერდეზე ისაუბრა:
,,ეს რთული მეტოქეა. უაზრობაა, აქ რომ დავჯდე და ვთქვა, რომ რთული მეტოქე არ არის, იმიტომ რომ ეს ტყუილი იქნება.
კაბო ვერდე პრობლემებს შეგვიქმნის, რადგან მათ ეს უკვე გააკეთეს ესპანეთის წინააღმდეგ, რომელიც ერთ-ერთი ფავორიტია. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი მოგებას იმსახურებდა, ვერ შეძლო, ვერც ურუგვაიმ შეძლო და ვერც საუდის არაბეთმა.
ასე რომ, სიფრთხილე გვმართებს. შეიძლება ბევრისთვის ეს ასე არ არის, მაგრამ მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ კარგი გუნდია და საქმეს გაგვირთულებს.“ - ლიონელ სკალონი
არგენტინის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში კაბო ვერდეს შეხვდება. მატჩი შაბათს, 4 ივლისს, 02:00 საათზეა ჩანიშნული.
🇦🇷🇨🇻 "CABO VERDE ES UN RIVAL DURO, NOS VA A PONER LAS COSAS DIFÍCILES", LIONEL SCALONI SOBRE EL RIVAL DE ARGENTINA EN 16 AVOS DE FINAL pic.twitter.com/zewq5LndLR
— Diario Olé (@DiarioOle) June 28, 2026