ანხელ დი მარია: "თავი მაღლა აწიეთ - მთელი ქვეყანა ამაყობს თქვენით"
ესპანეთთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ, „ალბისელესტეს“ ეროვნულ გუნდს მხარდაჭერა ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა გამოუცხადეს. არგენტინის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონმა - ანხელ დი მარიამ, ყოფილ თანაგუნდელებს ემოციური სიტყვებით მიმართა და აღნიშნა, რომ მთელი ქვეყანა ამ გუნდით ამაყობს.
„მთელი ქვეყანა ამაყობს თქვენით. თქვენი სიყვარულისა და იმ ბრძოლისუნარიანობის წყალობით, რაც ამ მუნდიალზე აჩვენეთ, ერი კიდევ ერთხელ გაერთიანდა.
თქვენ ხართ ისტორია, ხართ ლეგენდები და ამას ვერავინ წაგართმევთ - თქვენ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო გუნდი ხართ.
თითოეული წევრი ძალიან მიყვარხართ და ვამაყობ თქვენით." - ანხელ დი მარია
🇦🇷 “UN PAÍS ESTÁ ORGULLOSO DE USTEDES” 🇦🇷
— Rosario3.com (@Rosariotres) July 20, 2026
💙 Tras la caída de Argentina ante España en la final del Mundial, Ángel Di María respaldó al plantel y destacó el enorme camino recorrido.
📱 “Son historia, son leyenda y eso nadie va a poder quitárselos”, escribió el Fideo en sus… pic.twitter.com/aom5410Eug
„ელ ფიდეოს“ გარდა, ნაკრებს მადლობა 2022 წლის ტრიუმფალური შემადგენლობის სხვა წევრებმაც გადაუხადეს - რომას თავდამსხმელმა პაულო დიბალამ და მარკოს აკუნიამ სოციალურ ქსელში ეროვნული გუნდის ოფიციალური პოსტი გააზიარეს წარწერით — „მადლობა ეროვნულ ნაკრებს“.
მათ შეუერთდა რივერ პლეიტის მცველი ხერმან პეცელაც, რომელმაც 'Instagram'-ზე მოკლე, მაგრამ ემოციური გზავნილი გამოაქვეყნა.
„უზომო მადლიერება, ყველანი ძალიან მიყვარხართ.“ ვეტერანების ამ რეაქციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მარცხის მიუხედავად, არგენტინული საფეხბურთო ოჯახი ისევ ერთიანია." - ხერმან პეცელა
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არგენტინამ ბოლო წლები საოცრად მაღალ დონეზე ჩაატარა და ამ ყველაფერს მათი სტატისტიკაც ცხადყოფს - მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი, 2 კოპა ამერიკა და ითამაშეს ზედიზედ მეორე მუნდიალის ფინალი.