Belive

პერესი: ,,რეალი და ბარსელონა მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდია, ელ კლასიკის 600 მილიონ ადამიანამდე უყურებს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, კატალონიის ,,ბარსელონას'' ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა:
,,ცხოვრებაში არსებობს კარგი და ცუდი ფინანსური მდგომარეობები. ბარსელონა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, რომლის ღირებულებაც 4-დან 5 მილიარდ ევრომდეა. შესაძლოა, ახლა გუნდს რთული სიტუაცია აქვს, მაგრამ მათ ამის დაძლევა შეუძლიათ, ეს კი ყველას გვინდა. ჩემი აზრით, რეალი და ბარსელონა მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდია, როცა ელ კლასიკო ტარდება, მას 600 მილიონ ადამიანამდე უყურებს,'' - პერესის სიტყვებს Marca ციტირებს.
ესპანური პრესის ცნობით, კატალონიის ,,ბარსელონას'' ვალი 1 მილიარდ ევროზე მეტია. ხავის გუნდმა გასული სეზონი უტიტულოდ დაასრულა.

სხვა სტატიები