Belive

ბარსელონას კლუბში ლუის ენრიკეს დაბრუნება სურს

9 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ცნობილი ფრანგული სპორტული გამოცემის "L'Équipe"-ის ცნობით, "ბარსელონა" ლუის ენრიკეს კლუბში დაბრუნებით არის დაინტერესებული. ესპანელმა კატალონიური კლუბი 2017 წელს დატოვა და ამჟამად "პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.

"ბარსელონა" სეზონის ბოლოს ახალი მწვრთნელის ძიებაში იქნება, ხავიმ რამდენიმე თვის წინ ოფიციალურად განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს, ამიტომ კატალონიელები პოტენციური მემკვიდრეების მოკლე სიის შედგენის პროცესში არიან. "L'Équipe"-ის ცნობით, ლუის ენრიკე ამ მოკლე სიაში მოწინავე პოზიციაზეა.

53 წლის ესპანელი სპეციალისტი "პსჟ"-ს თავკაცი 2023 წლის ზაფხულში გახდა და როგორც ჩანს, პირველივე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატს მოიგებს, რადგან 24 ტურის შემდეგ მეორეადგილოსან "ბრესტს" 9 ქულით უსწრებს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "პსჟ" ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში და საფრანგეთის თასის ნახევარფინალში განაგრძობს.

მიუხედავად იმისა, რომ ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ პარიზულ გრანდთან ერთად ახალი დიდი ისტორიის დაწერა სურს, "ბარსელონა" მაინც არ ნებდება და უკვე იწყებს მოლაპარაკებებს.

ლუის ენრიკე "ბარსელონაში" 2014-2017 წლებში მუშაობდა, რა დროშიც მან 181 მატჩი ჩაატარა და 138 გამარჯვება მოიპოვა, 22-ჯერ ფრედ ითამაშა ხოლო 21-ჯერ დამარცხდა. იგი კატალონიურ გრანდთან ერთად ერთხელ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, 2-ჯერ გახდა ლა ლიგის გამარჯვებული, 3-ჯერ მოიგო ესპანეთის თასი, თითო-თითოჯერ კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, უეფას სუპერთასი და ესპანეთის სუპერ თასი.

სხვა სტატიები