Belive

ხავიმ ბარსელონასთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ესპანელი სპეციალისტი კატალონიურ კლუბში 2025 წლამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია თავად "ბარსელონამაც" დაადასტურა.

მიმდინარე სეზონი "ბარსელონამ" საკმაოდ კარგად დაიწყო. ხავის გუნდი ლა ლიგაში პირველადგილოსან "რეალს" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. ჩემპიონთა ლიგაზეც კატალონიელები გამარჯვებით დაბრუნდნენ. მათ შეძლეს და "ანტვერპენი" 5:0 დაამარცხეს. 

შეგახსენებთ, რომ ხავი "ბარსელონაში" 2021 წლიდან მუშაობს. 

სხვა სტატიები