Belive

პეპემ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფის მეოთხე ტურის მატჩში, "პორტომ" "ანტვერპენს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

ეს მატჩი კი ისტორიული აღმოჩნდა პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და "პორტოს" 40 წლის მცველი - პეპესთვის, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა.

კერძოდ კი, პეპე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა (40 წლისა და 254 დღის), რომელმაც გოლის გატანა შეძლო.

აქამდე ეს რეკორდი ლეგენდარულ რომაელს - ფრანჩესკო ტოტის ეკუთვნოდა, რომელმაც 2014 წელს 38 წლისა და 59 დღის ასაკში "ცსკას" გაუტანა.

ჩემპიონთა ლიგაზე, 4 განვლილი ტურის შემდეგ, H ჯგუფს "ბარსელონა" და "პორტო" 9-9 ქულით ლიდერობენ, მესამე პოზიციას კი "შახტარი" 6 ქულით იკავებს. ჯგუფში უქულოდ ბოლო ადგილზე "ანტვერპენი" იმყოფება.

სხვა სტატიები