მარტინ ოდეგორი მინიმუმ სამ კვირას იუქმებს
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ნორვეგიისა და ავსტრიის, ერთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, მარტინ ოდეგორმა დაზიანება მიიღო და მოედანი თვალცრემლიანმა, 67-ე წუთზე დატოვა.
ნორვეგიის ნაკრების მთავარი ექიმის თქმით, ასეთი ტრავმების მოშუშებას მინიმუმ სამი კვირა სჭირდება.
ასეთი ტიპის ტრავმებს მინიმუმ სამი კვირა სჭირდება. ყველაფერი დანარჩენი დროის საკითხია. ახლა MR-ის პასუხებს ველოდებით. დიდი ალბათობით მოტეხილობა არ არის. - განაცხადა ნორვეგიის ნაკრების ექიმმა
ოდეგორმა ტრავმა "არსენალისთვის" უმნიშვნელოვანეს მომენტში მიიღო, "მეთოფეებს" უქმეებზე მთავარი მეტოქის, "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მოუწევთ სტუმრად თამაში, 19 სექტემბერს "ატალანტასთან" ჩემპიონთა ლიგური შეხვედრაა, 3 დღეში კი ისევ პრემიერლიგაში "მანჩესტერ სიტის" უნდა დაუპირისპირდნენ - "არსენალისთვის" სამივე შეხვედრა გასვლითია.