"არ წაგვიგია, სჯობს სიტუაციას დადებითი მხრიდანაც შევხედოთ" - კაილ უოკერი
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ნაკრებმა მეორე სათამაშო დღეს ქულები დაკარგა. დანიასთან გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
ანგარიში ჰარი კეინმა გახსნა, რომელსაც მორტენ ჰიულმანმა შესანიშნავი გოლით უპასუხა.
"სამი ლომის" გულშემატკივრები საუთგეიტის გუნდით ძალიან უკმაყოფილონი არიან და ამას არც მალავენ. მიუხედავად ცუდი თამაშისა და დაკარგული ქულებისა კაილ უოკერი სიტუაციას პოზიტიურად უყურებს.
ჩვენ ჯგუფის სათავეში ვართ. ასე რომ, მოდით ამ ყველაფერს დადებითი მხრიდანაც შევხედოთ. არ წაგვიგია. შესანიშნავია გოლი მივიღეთ, რომელიც საჯარიმოს გარედან იყო დარტყმული.
გარკვეულ მომენტებში მოწინააღმდეგეს სერიოზული უპირატესობა ჰქონდა, რაც დიდ საფიქრალს გვიჩენდა. მთავარმა მწვრთნელმა გადაწყვიტა შემტევი ფეხბურთი გვეთამაშა. მაგრამ, ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე ადაპტაცია მოგვიწია. - განაცხადა კაილ უოკერმა
შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ ინგლისის ნაკრებს 4 ქულა აქვს და C ჯგუფს ლიდერობს. "სამ ლომს" შემდეგი შეხვედრა სლოვენიის წინააღმდეგ ელის, რომელიც 25 ივნისს 23:00 საათზე არის ჩანიშნული.