Belive

პეპ გვარდიოლასა და ნეიმარს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლასა და ნეიმარს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L’Equipe ავრცელებს.

ფრანგული გამოცემის თანახმად, ესპანელმა მწვრთნელმა ბრაზილიელ შემტევს ჰკითხა აპირებს თუ არა სეზონის ბოლოს ლიგა 1-ის დატოვებას. L’Equipe -ის მიხედვით, ფრანგული მხარე უკმაყოფილოა, რომ ბრაზილიელმა შემტევმა სეზონის ბოლო შეხვედრა გამოტოვა. მათი თქმით, ეს ამძაფრებს იმ ეჭვს, რომ ნეიმარი "პსჟ-ს" დატოვებს.

როგორც უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, ნეიმარის დამატებით, "ქალაქელების" გარდა "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" არიან დაინტერესებულნი.

ბრაზილიელმა შემტევმა მიმდინარე სეზონში "პსჟ-ს" მაისური 29-ჯერ მოირგო და 17 საგოლე გადაცემასთან ერთად, 18 გოლის გატანაც შეძლო.

სხვა სტატიები