Belive

გვარდიოლა: ,,დღეს ჩვენი საუკეთესო მატჩი არ ყოფილა”

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ,,ინტერთან” მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდისთვის მოგება რთული იყო:

,,დაღლილი, დამშვიდებული და კმაყოფილი ვარ. მოგება რთული იყო. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ჩემმა გუნდმა წინ ნაბიჯი გადადგა, თუმცა დღეს ჩვენი საუკეთესო მატჩი არ ყოფილა.

ვაპირებთ, რომ მოგება სასტუმროში მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად აღვნიშნოთ. ორშაბათს კი მანჩესტერში საზეიმო მსვლელობა გვექნება,” - გვარდიოლას სიტყვებს BBC-ი ციტირებს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ,,მანჩესტერ სიტიმ” ,,ინტერს” 1:0 მოუგო და ტურნირის გამარჯვებული პირველად გახდა.

გვარდიოლა პირველი მწვრთნელია ისტორიაში, რომელმაც ტრებლის მოგება ორჯერ შეძლო.

სხვა სტატიები