გვარდიოლამ გიუნდოგანის სიტიში დაბრუნება დაადასტურა
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, პეპ გვარდიოლამ გიუნდოგანის "სიტიში" დაბრუნება დაადასტურა.
იტალიელი ჟურნალისტის თქმით, პეპს გერმანელის დაბრუნება ძალიან სურს. გუშინ ილქაის ბანაკთანაც შედგა შეხვედრა.
აღსანიშნავია, რომ გიუნდოგანს შემოთავაზებები კატარიდან და საუდის არაბეთიდან აქვს. ასე რომ, ყველაფერი გერმანელ ნახევარმცველზეა დამოკიდებული.
🚨🔵 Understand Pep Guardiola has already approved Ilkay Gündogan’s return to Manchester City.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 20, 2024
Pep wants Gündo back as talks are now taking place with his camp, first contact made yesterday.
Decision up to Gündogan as he has proposals also from Saudi/Qatar; Man City, on it. pic.twitter.com/7jdk9l6WiD
"ბარსელონადან" წასვლის ყველასათვის გასაკვირი გადაწყვეტილება, 33 წლის გერმანელმა გუშინ მიიღო.
გერმანიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი "ბარსელონას" ღირსებას 2023/2024 წლების სეზონიდან იცავს, სადაც 51 ჩატარებულ მატჩში 5 გოლის გატანა და 14 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.