Belive

პეპ გვარდიოლამ ლევანდოვსკის ბარსელონაში გადასვლაზე ისაუბრა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, რობერტ ლევანდოვსკის ,,ბაიერნიდან'' ,,ბარსელონაში'' გადასვლას გამოეხმაურა:
,,ლევანდოვსკი ბაიერნისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. თუმცა, გუნდის ძირითადი ბირთვი ისევ შენარჩუნებულია - ნოიერი, მიულერი, კიმიხი. მათ განსაკუთრებული ტრანსფერები განახორციელეს. ისეთ გუნდში გადასვლა, როგორიც რეალი, ბარსელონა ან ბაიერნი არიან, ყველა მოთამაშეს სურს. სხვა კლუბებს იმავე ტრანსფერებში მეტი ფულის გადახდა უწევთ,'' - განაცხადა გვარდიოლამ.
ლევანდოვსკის ტრანსფერი ,,ბარსელონამ” ოფიციალურად 19 ივლისს დაადასტურა. პოლონელმა ფეხბურთელმა კატალონიურ გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 33 წლის თავდამსხმელმა გასულ სეზონში მიუნხენის ,,ბაიერნის” მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში 50 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები