Belive

შესაძლოა ბარსელონას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში აეკრძალოს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

EL Debate-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" მოსამართლე ხოაკინ აგირემ, მსაჯების მოსყიდვაში დაადანაშაულა. თუ კატალონიურ კლუბს აღნიშნული ბრალდება დაუმტკიცდება, ისინი ჩემპიონთა ლიგაზე ვეღარ ითამაშებენ. 

გავრცელებული ცნობების მიხედვით, საქმე კლუბსა და მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს შორის დადებულ გარიგებას ეხება. Sun-ის თქმით, კატალონიურმა კლუბმა ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას 6 მილიონი ფუნტი გადაუხადა. "ბარსელონას" ადანაშაულებენ კანონის დარღვევაში, რომლის მიხედვითაც ჩინოვნიკებს მოვალეობების შესრულებისთვის თანხის აღება ეკრძალება. 

სხვა სტატიები