Belive

ბარსელონას ახალი 10-ნომერი ეყოლება?! - გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ

5 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ახალი საფეხბურთო სეზონის მოახლოებასთან ერთად, ბარსელონაში სულ უფრო აქტიური ხდება იმ ფაქტზე საუბარი, თუ ვინ მოირგებს 10-ნომრიან მაისურს.

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა - ჟოან ლაპორტამ და სპორტულმა დირექტორმა - დეკომ დაადასტურეს, რომ კლუბში აქტიურად მიდის საუბარი 10-ნომრიანი მაისურის მორგებასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი, 16 წლის - ლამინ იამალია.

10-ნომრიანი მაისური კატალონიური გრანდისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ამ მაისურს ოდითგანვე ისეთი ფეხბურთელები ატარებდნენ, როგორებიც იყვნენ: რომარიო, რივალდო, რიკელმე, რონალდინიო და რაღათქმაუნდა - ლეო მესი.

მესის კლუბიდან წასვლის შემდეგ, 10-ნომრიანი მაისური ისეთ ფეხბურთელს ეცვა, რომელიც ახლა კლუბიდანაა განათხოვრებული და დიდი ალბათობით "ბარსელონა" მას აღარ დაიბრუნებს.

სწორედ ამ ფაქტის გამო, "ბარსელონაში" ცუდი გამოცდილება აქვთ, რადგანაც 10-ნომრიანი მაისურის მიცემის შემდეგ, ანსუ ფატიმ ჯერ მძიმე ტრავმა მიიღო, შემდეგ კი კლუბი დატოვა.

რაც შეეხება ლამინე იამალს, იგი ევროპის ჩემპიონატზეც ამტკიცებს, რომ წარმოუდგენელი ტალანტის მქონე ფეხბურთელია. ლამინე "ბარსელონას" გაზრდილია და ძირითადი კლუბის ღირსებას 2022/2023 წლების სეზონიდან იცავს, სადაც უკვე 60 მატჩის თამაში, 7 გოლის გატანა და 10 შედეგიანი საგოლე გადაცემის შესრულება მოასწრო.

მას კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ჩათვლით აქვს გახანგრძლივებული, მისი გამოსასყიდი თანხა კი 90 მილიონ ევროს შეადგენს.

საინტერესოა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ "ბლაუგრანას" მესვეურები.

სხვა სტატიები