პეპ გვარდიოლა: "უიმბლდონის მომგები ბოლო ჩაწოდება დაგვრჩა, რაც ყველაზე რთულია"
პრემიერლიგის დასრულებამდე მხოლოდ 1 ტური დარჩა, ყველა გუნდს თანაბარი (37) მატჩი აქვს ჩატარებული და "მანჩესტერ სიტი" ერთ ნაბიჯშია ჩემპიონობასთან. "ტოტენჰემთან" სტუმრად მოპოვებული გამარჯვების შემდეგ (0:2), ქალაქელები "არსენალს" 2 ქულით უსწრებენ და უკანასკნელ შეხვედრაში, საკუთარ კედლებში "ვესტ ჰემის" დამარცხება მართებთ. პეპ გვარდიოლამ, თამაშის დასრულების შემდეგ, მისი გუნდის მდგომარეობა უკანასკნელი ჩაწოდების მქონე ჩოგბურთელს შეადარა.
ჩვენ ზუსტად ვიცით რისთვისაც ვთამაშობთ, ამიტომ დაძაბულობა დიდია. ჩოგბურთელები ამბობენ, რომ ყველაზე რთული უიმბლდონის ბოლო, საჩემპიონო ჩაწოდება და ამ გათამაშების მოგებაა, ჩვენც სწორედ ამ მდგომარეობაში ვართ, ამიტომ ყველანი მოდის მოედანზე და იხმაურეთ.
ერთი დღე დავისვენებთ, ორი დღე მოსამზადებლად გვექნება, შემდეგ კი მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ. ედერსონს თვალის პრობლემა ჰქონდა, კარგად ვერ ხედავდა, ამიტომ ექიმმა თქვა, უნდა გამოვცვალოთო და მეც გავითვალისწინე - განაცხადა პეპ გვარდიოლლამ
ანალიტიკოსები (Opta) გვარდიოლას გუნდს ტიტულის მოპოვების 84%-იან შანსს აძლევენ. პრემიერლიგის ისტორიაში ჯერ არასდროს მომხდარა, რომ უკანასკნელი ტურის წინ პირველ ადგილზე მყოფი გუნდი ჩემპიონი ვერ გამხდარიყო. არსენალი შინ "ევერტონს" მიიღებს და აუცილებლად მოსაგები აქვს, მანჩესტერ სიტიც ვესტ ჰემთან იმავე მდგომარეობაშია, რადგან მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში, არსენალი ჩემპიონი ბურთების უკეთესი სხვაობის გამო გახდება.