Belive

მიკელ არტეტა არსენალში კიდევ 3 წლით დარჩება

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის "არსენალის" 42 წლის მთავარი მწვრთნელი - მიკელ არტეტა კლუბში 2027 წლის ჩათვლით დარჩება. ესპანელმა თავკაცმა კლუბთან ახალი 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მიკელ არტეტა ლონდონურ კლუბში 2019 წლიდან მუშაობს, რა პერიოდშიც მან 234 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 142-ჯერ გაიმარჯვა, 35-ჯერ ფრე ითამაშა, ხოლო 57-ჯერ დამარცხდა.

ესპანელმა თავკაცმა ლონდონურ კლუბში ინგლისის FA თასი (2019/2020 წლების სეზონში) და ინგლისის სუპერ თასი 2-ჯერ (2020/2021; 2023/2024 წლების სეზონებში) მოიგო.

სხვა სტატიები