Belive

იტალია მზადაა, გვარდიოლასთვის ფინანსური გამონაკლისი დაუშვას

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პეპ გვარდიოლამ იტალიის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ, მოლაპარაკებები გამართა. ეს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ჯოვანი მალაგომ დაადასტურა. იტალიის ნაკრებს მთავარი მწვრთნელი მას შემდეგ არ ჰყავს, რაც ჯენარო გატუზომ, აპრილში თანამდებობა დატოვა. მისი გათავისუფელბის მიზეზი კი ბოსნიასთან მარცხი იყო, რამაც ზედიზედ მესამედ, "ნერაძური" მუნდიალს მიღმა დატოვა.

ორშაბათს, "Sky Italia" - მ, პირველად გაავრცელა ინფორმაცია იტალიის ფეხბურთის ფედერაციასა და ესპანელ სპეციალისტს შორის კონტაქტის შესახებ. იტალიურ სპორტულ მედია Croanche Di Spogliatoio -სთან ინტერვიუში მალაგომ დაადასტურა, რომ გვარდიოლას ესაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ შეიძლება მისთვის, მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში, ფინანსური გამონაკლისები დაუშვან.

ფინანსური გამონაკლისები აქამდეც ყოფილა და კიდევ შეიძლება ასეთი გამონაკლისის დაშვება. ეს გამონაკლისი კი შეიძელბა იმ სახელს შეეხოს, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ყველაზე ხშირად გესმით - პეპ გვარდიოლას.

ამ გამონაკლისებს თავისი მიზეზები აქვს, მაგრამ ამჯერად, ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ. მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა, გარანტირებულად არ ნიშნავს იმას, რომ გვარდიოლა აუცილებლად იტალიის ნაკრების მწვრთნელი გახდება. - ამბობს მალაგო

გვარდიოლას გარდა, იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის კანდიდატები რობერტო მანჩინი და ანდრეა პირლო არიან. მანჩინიმ 2020 წელს, "ნერაძურისთან" ერთად ევროპის შემპიონატიც მოიგო. გვარდიოლას იტალიაში, მწვრთნელად არასდროს უმუშავია, მაგრამ ეს ქვეყანა მისთვის ნამდვილად არ არის უცხო. პეპი, 2001-2003 წლებში, რომას ღირსებას იცავდა და იტალიურადაც ძალიან კარგად საუბრობს.

სხვა სტატიები