Belive

პეპ გვარდიოლა სიტისთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. ესპანელი მწვრთნელი "ქალაქელებთან" 2025 წლამდე იმუშავებს. ხელშეკრულების დასრულების შემდეგ, გვარდიოლა "სიტის" დატოვებს.

პეპი "ქალაქელებს" სათავეში 2016 წლიდან უდგას და ამ დროის განმავლობაში 5 პრემიერ ლიგის, 3 ინგლისის ლიგის თასის, 2 FA თასის, 2  Community Shield-ის და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო. ესპანელმა სპეციალისტმა სანატრელი ტიტული 10 ივნისს "ინტერის" წინააღმდეგ მოიგო. ინგლისურმა კლუბმა მოწინააღმდეგე 1:0 დაამარცხა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის თასს პირველად დაეუფლა.

სხვა სტატიები