8 წლიანი ისტორიის დასასრული | მორიასუმ იაპონიის ნაკრები დატოვა
2018 წელს დაწყებული დაუვიწყარი მოგზაურობა დასრულდა - 8 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჰაჯიმე მორიასუ „სამურაის“ უძღვებოდა და იაპონური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გამორჩეული ისტორია დაწერა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა არაერთი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, რთული გამოწვევები გადალახა და მსოფლიო მასშტაბით თავი მყარად დაიმკვიდრა, როგორც პლანეტის ერთ-ერთმა ძლიერმა და მებრძოლმა ნაკრებმა.
𝐓𝐡𝐚𝐧𝐤 𝐲𝐨𝐮 𝐟𝐨𝐫 𝟖 𝐮𝐧𝐟𝐨𝐫𝐠𝐞𝐭𝐭𝐚𝐛𝐥𝐞 𝐲𝐞𝐚𝐫𝐬
— Jリーグ(日本プロサッカーリーグ) (@J_League) November 17, 2026
ありがとう、森保一監督!🇯🇵✨️
📝通算成績
113試合77勝17分19敗#サッカー日本代表#Jリーグ pic.twitter.com/970SSAZ9oJ
მორიასუს მწვრთნელობის პერიოდში ყველაზე კაშკაშა მომენტად 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იქცა, სადაც იაპონიამ ჯგუფურ ეტაპზე გერმანიისა და ესპანეთის წინააღმდეგ სენსაციური გამარჯვებები მოიპოვა და ტურნირის მერვედფინალში გავიდა. მტკივნეული მარცხების სიმწარე თუ ისტორიული ტრიუმფების სიხარული - იაპონელი სპეციალისტი მუდამ ბოლომდე ერთგული რჩებოდა იდეისა, რომ იაპონური ფეხბურთი სრულიად ახალ საფეხურზე აეყვანა.
იაპონიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში მორიასუს საბოლოო და შთამბეჭდავი სტატისტიკა ასეთია:
113 ჩატარებული მატჩი
77 გამარჯვება
17 ფრე
19 მარცხი
'მადლობა ყველაფრისთვის, მწვრთნელო მორიასუ - იაპონური ფეხბურთი თქვენი ხელმძღვანელობით სრულიად ახალ რეალობაში ცხოვრობს.' - ვკითხულობთ იაპონიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.