მანჩესტერ სიტიმ ნუნიეშის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტი" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას არ წყვეტს - გავრცელებული ინფორმაციით, "ქალაქელებმა" მათეუს ნუნიეშის ტრანსფერის თაობაზე, "ვულვზთან" სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს.
ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ პრემიერ ლიგის კლუბებს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ტრანსფერის გაოფიციალურებას ხელს აღარაფერი უშლის. რომანო ასევე აღნიშნავს, რომ ნუნიეშის ტრანსფერში "სიტიმ" ტომი დოილიც ჩართო, რომელიც "ვულვზს" 5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდება.
მათეუს ნუნიეში "ვულვზს" 2022 წლის 17 აგვისტოს შეუერთდა. პრემიერ ლიგის გასულ სეზონში, ნუნიეშმა "ვუვლზის" მაისური 34 მატჩში მოირგო.
შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის საწყის 3 ტურში, "მანჩესტერ სიტიმ" 3 გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილის სათავეშია.