Belive

პეპ გვარდიოლა მომავალი სეზონის ბოლოს მანჩესტერ სიტის დატოვებს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პეპ გვარდიოლა 2024/25 წლების სეზონის შემდეგ "მანჩესტერ სიტის" დატოვებს, კლუბის ხელმძღვანელობას მისი გუნდში დარჩენა სურს, მაგრამ ესპანელი სპეციალისტი როგორც ჩანს სხვა აზრზეა. მას კონტრაქტის ამოწურვამდე 12 თვე დარჩა, Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მომდევნო სეზონი მისთვის ბოლო იქნება.

ესპანელი მთავარი მწვრთნელი კლუბს 8 წლის წინ 2016 წელს შეუერთდა, ამ ხნის განმავლობაში მან 6 პრემიერ ლიგის ტიტული მოიგო, ორი FA თასი, ოთხი ლიგის თასი და ჩემპიონთა ლიგა.

სხვა სტატიები