"ტიტულები კეთილსინდისიერად და სუფთად მოვიგე" - მოურინიომ პეპს შეუტია
ზედიზედ 7-მატჩიანი მოუგებელი სერიის (6 მარცხი, 1 ფრე) კულმინაცია, "ენფილდზე" გამართული დაპირისპირება აღმოჩნდა, სადაც "ლივერპულმა" ტიტულისთვის ბრძოლის მთავარ ოპონენტ "მანჩესტერ სიტის" 2 უპასუხო გოლი გაუტანა.
ტიტანების შერკინება სხვა გარემოებითაც განსაკუთრებული გამოდგა - "ლივერპულის" ფანებმა პეპ გვარდიოლას უმღერეს, რომ მომდევნო დილით მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლებდნენ, პეპმა კი საპასუხოდ სქაუზერებს აჩვენა, რომ პრემიერ ლიგის 6 ტიტული მოიპოვა. მოგვიანებით პეპ ვარდიოლამ ჟურნალისტებთანაც ისაუბრა და ჟოზე მოურინიოს შესახებაც გააკეთა კომენტარი, რომელიც თავს ჩემპიონის სამი ტიტულით იწონებს.
ჟოზე მოურინიოს რეაქციამაც არ დააყოვნა და გვარდიოლას ჩვეულ სტილში უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ პეპმა 6 ტიტული წესების დარღვევით მოიპოვა.
მან 6 ტიტული მოიპოვა, მე მხოლოდ 3, მაგრამ ეს ტიტულები კეთილსინდისიერად და სუფთად მოვიგე. როდესაც ვაგებდი, ოპონენტებს ვულოცავდი, რადგან იმ მომენტში უკეთესები იყვნენ. არ მინდა რამე მოვიგო, როდესაც 115 დარღვევა მედება ბრალად. - ჟოზე მოურინიო.
შეგახსენებთ, "მანჩესტერ სიტის" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია, პრემიერ ლიგის მე-14 ტურში, "ნოტინგემთან" მოპოვებული გამარჯვებით დასრულდა.