Belive

გვარდიოლა: ,,ჩემპიონთა ლიგის მოგება? ამ მომენტისთვის ეს ჩვენთვის შეუძლებელია''

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ,,ბრიუგესთან'' მოგების შემდეგ განაცხადა, რომ მომდევნო ეტაპზე ფავორიტები მისი გუნდის სავარაუდო მეტოქეები არიან:

,,ჩემპიონთა ლიგის მოგება მიმდინარე სეზონში? ამ მომენტისთვის ეს ჩვენთვის შეუძლებელია. იმ წელს, როცა ჩემპიონები გავხდით, მხოლოდ გამარჯვებაზე ვიყავი ორიენტირებული.

მომავალი მეტოქეები? დიახ, ისინი ფავორიტები არიან. სეზონის გათვალისწინებით ასეა, თუმცა, ვნახოთ, რა მოხდება 2 კვირის შემდეგ. რეალობა ასეთია, ისინი ჩვენზე გამოცდილები არიან. შესაძლოა, მადრიდელებს ცოტათი უჭირთ, მაგრამ ბოლო პერიოდში შედეგები გამოასწორეს. ბაიერნმა წარმოუდგენელი მატჩები ჩაატარა. დაპირისპირება ხვალ რომ იყოს, ძალიან გაგვიჭირდებოდა, 2 კვირაში კი არ ვიცი, რა მდგომარეობაში ვიქნებით. - პეპ გვარდიოლა

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,ბრიუგე'' 3:1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში 22-ე ადგილი დაიკავა. შედეგად, გვარდიოლას გუნდი პლეი-ინში გავიდა, სადაც მადრიდის ,,რეალს'' ან მიუნხენის ,,ბაიერნს'' შეხვდება.

სხვა სტატიები