Belive

პეპ გვარდიოლა: "ლივერპულთან მატჩების წინ უკეთ დამეძინება"

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იურგენ კლოპმა გუშინ დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს "ლივერპულს" დატოვებს და 9-წლიანი ისტორია დასრულდება. მერსესაიდელების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი წასვლის მიზეზად ენერგიის ამოწურვას ასახელებს და აღნიშნა, რომ ოდესღაც ყველაფერი სრულდება. საინტერესო განცხადება გააკეთა კლოპის მთავარმა კონკურენტმა და კოლეგამ პეპ გვარდიოლამ, ისინი წლების განმავლობაში იყვნენ მთავარი კონკურენტები პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში:

ის წარმოუდგენელი მწვრთნელია. ცუდია, რომ უკეთესად ვერ გავიცანი, მაგრამ ის შესანიშნავი ადამიანია. ისეთი განცდა მაქვს, რომ როცა ის წავა, "მანჩესტერ სიტის" ნაწილიც წავა. ის და ლივერპული ჩვენი მთავარი მეტოქეები იყვნენ ინგლისში, ხოლო "დორტმუნდის ბორუსიასთან" ერთად ის ჩემი მთავარი მეტოქე იყო გერმანიაში.

კლოპი მომენატრება, თან ცოტა მიხარია - ღამით უკეთ დავიძინებ, ლივერპულთან მატჩების წინ. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, არ აღიარებს, მაგრამ აუცილებლად დაბრუნდება. - განაცხადა გვარდიოლამ "ტოტენჰემთან" თამაშის შემდეგ

წასვლის მიუხედავად, იურგენ კლოპი არ თვლის, რომ ლივერპულს მოტივაციის პრობლემები შეექმნება:
"არავითარი გარანტია არ გვაქვს, რომ რამეს მოვიგებთ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ვთქვი, მომავალ სეზონში აქ აღარ ვიქნები, არ ნიშნავს, რომ რამეს დავთმობთ. ჩვენ კონცენტრირებულები ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, გუნდისთვის ჩემს 100%-ს გავცემ. უბრალოდ ვიცი, რომ მომავალში ვერ შევძლებ ამ სამუშაოს შესრულებას, მაგრამ ამ სეზონს უმაღლეს დონეზე ჩავატარებთ".

გერმანელი სპეციალისტი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია „ლივერპულის“ ისტორიაში. ინგლისურ გუნდს ის 2015 წელს ჩაუდგა სათავეში და ამ დროის განმავლობაში პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის ლიგის თასი, ასოციაციის თასი, უეფა-ს სუპერთასი, ინგლისის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

სხვა სტატიები