Belive

გვარდიოლა: ,,მეტოქეს პატივს ვცემთ და ვიცით, რომ შეიძლება, ყველაფერი მოხდეს''

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ და თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა, ,,კოპენჰაგენთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრეს:

გვარდიოლა: ,,კოპენჰაგენი მართლაც ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია. სტუმრად გამართულ მატჩში შესანიშნავად ვითამაშეთ, რადგან ვიცით, რა დაემართათ იქ მანჩესტერ იუნაიტედსა და გალათასარაის.

ჩემპიონთა ლიგის მოგება სასიამოვნოა და იმედია, მეოთხედფინალში გავალთ. თუმცა, პატივს ვცემთ მეტოქეს და ვიცით, რომ შეიძლება, ყველაფერი მოხდეს.''

ჰოლანდი: ,,გასულ სეზონში ყველაფერი მოვიგე და ამის გამეორება ისევ მსურს. ორიენტირებული ვარ რაც შეიძლება მეტი გოლის გატანასა და გუნდის დახმარებაზე.

ჩემი მენტალობა? ეს გამოწვევა იყო მაშინ, როცა კიდევ უფრო ახალგაზრდა ვიყავი. როცა მომენტებს ვანიავებდი, ტირილს ვიწყებდი. ბევრი შანსი ვერ გამოვიყენე, ეს ისევ მოხდება და გოლების გატანასაც გავაგრძელებ. როცა მომენტებს გავანიავებ და ხალხი გამაკრიტიკებს, ვინერვიულებ თუ არა ამაზე? არა!'' -

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, ,,მანჩესტერ სიტი'' ,,კოპენჰაგენს'' უმასპინძლებს. მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.

გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ,,ქალაქელთა'' გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა

სხვა სტატიები