პეპ გვარდიოლა: "ჯერ ისევ მეორე ადგილზე ვართ, მაგრამ ყველაფერი ჩვენს ხელშია"
ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში "მანჩესტერ სიტიმ" ლონდონის "არსენალი" შინ - 4:1 დაამარცხა და ტიტულის ზედიზედ მესამედ მოგების შემდეგ, "ქალაქელთა" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა.
"ეს იყო მნიშვნელოვანი მატჩი, არა გადამწყვეტი, მაგრამ მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ. მე ვიცნობ ჩვენს მეტოქეს, რომელსაც ვეთამაშეთ. ისინი კვლავ პირველ ადგილზე არიან. ვიცი, გულუბრყვილოდ ჟღერს რასაც ვამბობ, მაგრამ ჩვენ მაინც ჩამოვრჩებით. აბსოლუტურად იმავე ადგილზე ვრჩებით, თუმცა ეს პოზიცია მირჩევნია, რადგან ახლა ყველაფერი ჩვენს ხელშია.
ცხადია, მსურს, რომ ამ მატჩებში 6 ქულა ავიღოთ, მაგრამ ამას ორი გამარჯვება სჭირდება, თუმცა ეს აქამდე არსებულ მოცემულობას მირჩევნია, რადგან ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.
ფოკუსს ვერ დავკარგავთ. ახლა უკვე ყველაფერი ჩვენს ხელშია. შემდეგი 3 მატჩი გაგვცემს პასუხს შეკითხვაზე - შევძლებთ თუ არა იმის გაკეთებას რაც გვსურს. რეალობა ისაა, რომ ჯერ კიდევ "არსენალს" ჩამოვრჩებით. ეს ადვილი არ იქნება და მატჩიდან მატჩამდე დავინახავთ რა მოხდება. როცა ეს ჩვენს ხელშია, უნდა გამოვიყენოთ.
ფეხბურთელებმა იციან, რომ ასეთ სიტუაციაში გამარჯვება აუცილებელია. ახლა გამარჯვებულის მენტალიტეტი ყველაზე მეტად გვჭირდება. ფეხბურთელები აჩვენებენ, რომ ისინი ამას აანალიზებენ და ყველა შეხვედრაში გამარჯვებისთვის იბრძვიან", - თქვა პეპ გვარდიოლამ.
"მანჩესტერ სიტის" 31 შეხვედრაში დაგროვებული 73 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს, ლიდერ "არსენალთან" ჩამორჩენა 2 ქულაა, თუმცა გვარდიოლას გუნდს მეტოქესთან შედარებით ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.