პეპ გვარდიოლა: "არასწორად არ გამიგოთ - ბერნაბეუზე გამარჯვებას ჩემთვის სხვა გემო აქვს"
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის ცენტრალური მატჩი მადრიდში, 'სანტიაგო ბერნაბეუზე' გაიმართა, სადაც რეალმა მანჩესტერ სიტის უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.
თავის მხრივ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა მანჩესტერ სიტიმ და 8-ეულში ადგილი გაიმყარა. პრინციპული და მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, პეპ გვარდიოლამ მატჩი შეაფასა.
"წლების განმავლობაში რეალის წინააღმდეგ აქ ბევრი ბრძოლა მქონდა და ბევრად, ბევრად უკეთ ვთამაშობდით, მაგრამ ვერ ვიგებდით. მეორე ტაიმში მეტი გოლის გატანის შანსი და მეტი მონდომება გვქონდა, მაგრამ მანამდე ისინი ჩვენზე ბევრად უკეთესები იყვნენ. მადრიდს უკან სწრაფი მოთამაშეები ჰყავს - კონტრშეტევებით შეუძლიათ თამაშის მოგება.
ყოველ ჯერზე, როცა ბურთი ჰქონდათ, გვსჯიდნენ, განსაკუთრებით როდრიგოს შემთხვევაში. გოლამდე თამაშში კარგად ვერ ჩავერთეთ. ჩემი ბევრი ბიჭისთვის ეს პირველი შემთხვევა იყო ამ სტადიონზე თამაშისა. შესაძლოა ეს მათთვის მომავალში სასარგებლო იყოს, შესაძლოა თებერვალში ამ გამარჯვების წყალობით უკეთესი გუნდი ვიყოთ.
ვიცი რეალობა - მიხარია ამ შედეგის მიღება, მაგრამ ვიცი, რომ ბევრად, ბევრად უკეთ უნდა ვიმოქმედოთ. ასეთ სიტუაციებთან გამკლავება გვაძლიერებს.
საერთო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ. 13 ქულა გვაქვს და ორი თამაში დაგვრჩა.
არასწორად ნუ გამიგებთ - აქ, ამ სტადიონზე ჩამოსვლა და გამარჯვება ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ბერნაბეუზე მოგება ყველასთვის ძალიან რთულია - თუმცა იმისათვის, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა ნახევარფინალში ან ფინალში ითამაშონ, მომავალში ჩვენ ბევრად, ბევრად უკეთესები უნდა ვიყოთ." - პეპ გვარდიოლა
ჩემპიონთა ლიგის 6 ტურის შემდეგ სიტი 13 ქულით მე-4 პოზიციაზე დაწინაურდა. მათ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კიდევ თამაში აქვთ დარჩენილი, სადაც ბოდო გლიმტსა და გალათასარაის დაუპირისპირდებიან.