Belive

ნეიმარი: "გამაფრთხილეს, რომ ამ ტრავმის შემდეგ დაბრუნება გამიჭირდებოდა - ასეც მოხდა..."

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

აზიის ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, ,,ალ ჰილალმა'' ირანულ ,,ესტეგლალს'' უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

მატჩი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო იმ ფაქტის გამო, რომ მასპინძელთა განაცხადში მოხვდა ნეიმარი, რომელსაც უმძიმესი ტრავმის გამო 2023 წლის 18 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია.

რამდენიმე კვირის წინ, ,,ალ ჰილალის'' მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ 32 წლის ფეხბურთელი მოედანს, სავარაუდოდ, იანვარში დაუბრუნდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, მის სრულად გამოჯანმრთელებას მოსალოდნელზე ნაკლები დრო დასჭირდა და მოედანს დაუბრუნდა, თუმცა დაბრუნება კვლავ წარუმატებელი და უიღბლო აღმოჩნდა 32 წლის ბრაზილიელისთვის.

ნეიმარი აზიის ჩემპიონთა ლიგის მატჩში 58-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა ბრაზილიელმა ტრავმა მიიღო და მოედანი 87-ე წუთზე დატოვა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ნეიმარს სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ მისი ტრავმა სერიოზული არ არის და მომდევნო მატჩებში სავარაუდოდ მზად იქნება.

"სამედიცინო კვლევებმა მაჩვენა, რომ სერიოზული არაფერია, თუმცა ექიმებმა გამაფრთხილეს, რომ იმ მძიმე ტრავმის შემდეგ, კუნთები ძალიან მალე დამეღლებოდა, რომელიც შემდეგში მწვავე ტკივილში გადავიდოდა - სწორედ ეს მოხდა გუშინაც.

იმედი მაქვს, რომ ეს მუდმივი არ იქნება და კვლავ შევძლებ ფეხბურთის თამაშს..." - ნეიმარი

ბრაზილიელ ვარსკვლავს ,,ალ ჰილალის'' მაისურით სულ 6 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რომლებშიც 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები