Belive

პარკ დე პრენსის ვიზიტორებისთვის 'დიდყურებიანი თასის' ნახვა უკვე შესაძლებელია

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეიდან, ჩემპიონთა ლიგის თასი, 'პარკ დე პრენსის' დიდების დარბაზში დაიკავებს ადგილს. პარკ დე პრენსის სტუმრებს უკვე შეეძლებათ ჩემპიონთა ლიგის თასის ნახვა და ფოტოების გადაღება.

პსჟ-ს დაპირების თანახმად, „სტადიონის ტურში“ მონაწილე ვიზიტორები ( სტადიონის გიდის თანხლებით დათვალიერება) მოედნის კიდედან სათადარიგოთა სკამამდე, VIP ლოჟებიდან შერეულ ზონამდე, გასახდელში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ზღაპრული თასების კაბინეტში შეძლებენ შესვლასა და ფოტოების გადაღებას.

პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგო. ლუის ენრიკეს გუნდმა, 31 მაისს, ფინალში, ჩელსი (5:0) დაამარცხა. ფინალში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამაც გაიტანა.

სხვა სტატიები